|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არა გაზპრომს" –რუსეთის საელჩოსთან აქცია გაიმართა

"არა გაზპრომს", - ამ ლოზუნგით რუსეთის ფედერაციის საელჩოს ყოფილ შენობასთან  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული "ცოცხალი ჯაჭვის" აქცია გაიმართა.
ადგილზე აქტივისტების ორგანიზებას თავად "ნაციონალების" ლიდერები ახორციელებენ. ე.წ. ცოცხალ ჯაჭვში მდგომ მოქალაქეებს მიტანილი ჰქონდათ ბანერები და ლურჯი ბუშტები, წარწერით "არა, გაზპრომს".

აქციის მონაწილეები, ასევე აპირებენ შეაგროვონ პეტიციაზე ხელმოწერები, რის შემდეგაც ხელმოწერილ პეტიციას მთავრობის ადმინისტაციაში ჩააბარებენ. პეტიციის მთავარი მოთხოვნა, ისევე, როგორც დღევანდელი საპროტესტო აქციის, არის "არა გაზპრომს".

 "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიწყო, საიდანაც ცოცხალი ჯაჭვი რუსეთის  საელჩოს ყოფილ შენობამდე გაგრძელდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი