|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არა ნაგავსაყრელს! - იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წინ მოსახლეობის მორიგი აქცია გაიმართა

"არა ნაგავსაყრელს", "ერთად ავაცილოთ ქუთაისს უბედურება!"- ამ მოწოდებებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობამ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან მორიგი აქცია გამართა. ჭოგნარის მცხოვრებლები მათ მიმდებარედ რეგიონული ნაგავსაყრელის შენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, ნაგავსაყრელის სიახლოვე ქუთაისსაც დააზარალებს. 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ,  ბოლო აქციის შემდეგ მთავრობისგან პასუხს ელოდებოდნენ, თუმცა უშედეგოდ.

"დაუსახლებელი ტერიტორია რომ მოძებნონ ნაგავსაყრელისათვის და სოფელში არ ააშენონ, არ შეიძლება? მოვითხოვთ, არ დაიწყონ მშენებლობა, რადგან სოფელი განადგურდება. დაუშვებელია იქ ნაგავსაყრელი, დაზარალდებიან ადამიანები და დაბინძურდება ბუნება. არ დავუშვებთ, დასავეთ საქართველოს ნაგავი ჩვენთან მოიტანონ", -განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

 სამხარეო ადმინისტრაციის წინ შეკრებილი ადამიანები პასუხს იმერეთის გუბერნატორისაგან ითხოვდნენ.

შეგახსენებთ,  რამდენიმე დღის წინ ნაგავსაყრელისთვის განსაზღვრულ ადგილზე ნერგები დარგეს და ადგილზე რეკრეაციული ზონის მოწყობა მოითხოვეს.

აქციების მიუხედავად, მყარი ნარჩენების კომპანია გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს, მათი ინფორმაციით, პროექტი დამტკიცებულია და სამუშაოები მარტის ბოლოს დაიწყება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა