|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არანაირი მოლოდინი არ მაქვს"-ცოტნე ზურაბიანი პროკურატურაში მის შესაძლო დაბარებაზე

"ხელისუფლება კორუფციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში უკომპრომისოა"-აცხადებს წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების ფაქტზე. მისი განცხადებით, მიუხედავად თანამდებობისა კანონის წინაშე ყველა თანასწორია. 

"ყველამ უნდა იცოდეს, რომ მიუხედავად თანამდებობებისა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ნამდვილად, სამწუხარო ფაქტია, თუმცა ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპი და დაველოდოთ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას"-განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.

ვრცლედება ინფორმაცია, რომ პროკურატურაში ამ საქმეზე წყალტუბოს რამდენიმე მაღალჩინოსანს, მათ შორის ცოტნე ზურაბიანსაც დაიბარებენ. კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ მასაც მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, პასუხობს:

"არანაირი მოლოდინი არ მაქვს".

შეგახსნებთ, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალად ქრთამის აღება ედება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა