|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცესკოს ინფორმაციით, ქუთაისში 152 561 ამომრჩეველია

ქუთაისში 152 561 ამომრჩეველია- ამის შესახებ განახლებული მონაცემები ცესკოს ვებ გვერდზე განთავსდა. არსებული ინფორმაციის თანახმად, აქედან   85 440  ამომრჩეველი ქალია,  67 121 კი  მამაკაცი. 

 

სიტუაციას  კომიკურს უწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიგა შუშანია.  "საარჩევნო სიებთან  დაკავშირებით სიტუაცია კომიკურია ქუთაისში, სადაც სტატისტიკის მიხედვით, 147 ათასი ადამიანი ცხოვრობს, საარჩვევნო სიაში 152 561 ამომრჩეველია"-აცხადებს შუშანია.

59 საოლქო სააჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის  განმარტებით, საარჩევნო სიაში ის ადამიანებიც შედიან, რომლებიც ქუთაისში არიან რეგისტირებული, მაგრამ ფიზიკურად ქალაქში არ ცხოვრობენ, მათ შორის არიან ემიგრანტები. 

ოსეფაიშვილის განმარტებით, საარჩევნო სიის სიზუსტეზე პასუხისმგებლობას ვერც ცესკო და მიღ უფრო საოლქო კომისია ვერ აიღებს. მისი თქმით, საარჩევნო სიების სიზუსტე დამოკიდებულია რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურის მონაცემებზე.

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის ამომრჩეველი ხმას 124 უბანზე მისცემს, აქედან 1 სპეცუბანია. 

ადაპტირებულია 31 უბანი, პანდუსით აღჭურვილი- 24 უბანი.

 

 მსგავსი: 115 თუ 138 ათასი-რამდენი ამომრჩეველია ქუთაისში?

"43 არარსებული კორპუსი ქუთაისის ამომრჩეველთა სიაში"

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა