არასამთავრობო ორგანიზაციამ ქუთაისის მერიას სასამართლო დავა მოუგო
ქუთაისის მერიასა და არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარის სასამართლო დავა დასრულდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დარინა აბულაძემ მერიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარე გია გოქაძე არ დაჯარიმდა. მოსამართლის განცხადებით, კანონდარღვევა არ არსებობს.
მოსამართლის განცხადებით, კანონდარღვევა არ არსებობს.
"სასამართლო სისტემის ირგვლივ რაც ხდება, არის კატასტროფული, მაგრამ დღევანდელი გადაწყვეტილება არის გამონათება და მაგალითი. ჩემს გამო მიღებული გადაწყვეტილებით არ ვიტყვი რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ კარგია, როდესაც მოსამართლე სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას არ ზღუდავს"- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" თავმჯდომარემ გია გოქაძემ.
მერიას გასაჩივრებისთვის ათდღიანი ვადა აქვს. პროცესს მერიის წარმომადგებლები არ ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, 12 იანვარს თეთრ ხიდზე სტიკერის დაკვრის გამო მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გია გოქაძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა და მისი 500 ლარით დაჯარიმება მოითხოვა. ორგანიზაციაში მერიის გადაწყვეტილებას მათ წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლად აფასებენ და აცხადებენ, რომ მერია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















