"არასოდეს თქვათ, რომ ქუთაისის ტურიზმის განვითარებისათვის 500 000 ძალიან ბევრია!"-ტატო ლილუაშვილი
ქუთაისის მერიის ააიპ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას კრიტიკას პასუხობს.
ლილუაშვილის განმარტებით, უსაფუძვლოა დეპუტატის კრიტიკა, რომელიც ტურიზმის ცენტრისათვის 500 ათასი ლარის ხარჯვას გაუმართლებლად მიიჩნევს. ლილუაშვილი დეტალურად განმარტავს, თუ რა საჭიროებებისათვის ხდება ააიპის ბიუჯეტის ხარჯვა.
"სამწუხაროდ, ჩვენს ბოლო ანგარიშს საკრებულოს დეპუტატებთან თქვენ არ დასწრებიხართ. რაც შეეხება ხელფასებს და პრემიებს, მოგახსენებთ, რომ ჩემი თანამშრომლების სახელფასო ფონდი მთლიანი ბიუჯეტის 20% წარმოადგენს, ტურიზმის ცენტრის არც ერთ თანამშრომელს დაარსების დღიდან არც ერთხელ არ აუღიათ არც პრემია და არც დანამატი, თუმცა, დამიჯერეთ, იმსახურებენ! დავამთავრებ რჩევით, თუ ქულების დაწერა გინდათ და პოლიტიკურად მომგებიანად მიგაჩნიათ ტურიზმზე საუბარი, არასოდეს თქვათ, რომ ქუთაისის ტურიზმის განვითარებისათვის 500 000 ძალიან ბევრია! დამიჯერეთ ძალიან ცოტაა, მაგალითისთვის თუნდაც ბათუმის 7 000000 -იან ბიუჯეტთან. როგორც ტურისტულმა ქალაქმა ქუთაისმა პოზიციონირება რამდენიმე წელიწადია, რაც დაიწყო და ამ ინდუსტრიის განვითარებას ბევრი ფული სჭირდება. თუ გაქვთ სურვილი და წესით, როგორც საკრებულს წევრს უნდა გქონდეთ, მზად ვართ წარმოგიდგინოთ პრეზენტაცია, რომელიც ყოველთვის მზად გვაქვს და უფრო დეტალურად გაგაცნოთ მიმდინარე პროექტები, გიპასუხოთ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული სამსახურის კომპეტენციისა და პრეროგატივის ფარგლებში. ლირიკის და რიტორიკის გარეშე, რადგანაც ჩვენც კარგად ვიცით, რომ "გასაკეთებელი, ჯერ კიდევ ბევრია" წერს ლილუაშვილი ფეისბუკის თავის გვერდზე.
შეგახსენებთ, გიგა შუშანიამ "ნიუპრესთან" საუბარში ტურიზმის მიმართულებით ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკა, ამასთან აღნიშნა, რომ ტურისტულ გამოფენებში სიარული მაღალჩინოსნების ექსკურსიებად იქცა, რომლის შედეგები არავის უნახავს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















