"ასეთი ცხოვრება თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს"-თამაზ მონიავა
ქუთაისელი პოეტი და მუსიკოსი, რომელმაც გუშინ აქცია გამართა, თვითმკვლელობაზე საუბრობს. თამაზ მონიავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ მან გაბედა გამოეთქვა პროტესტი.
„ხვალ რომ მოვკვდე, დღევანდელი დღე იქნება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ღირსეული. მე არ შევეგუე, მე ხალხის აზრი ხმამაღლა ვთქვი, მე, უბრალოდ, გავბედე. მე არ ვდუმდი. ვისაც გეხებათ, გაიგონეთ და ჩემს თვითმკვლელობას ნუ დაელოდებით, რადგან ასეთი, ცხოვრება ,თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს . ძალიან მძიმე დამღად დაგაჩნდებათ თქვენ და თქენს შთამომავლობას, რადგან შემდეგი ნაბიჯი იცით უკვე. დღეს ჯამრთელობის გაუარესობის გამო შევწყვიტე შიმშილობა, მაგრამ პროტესტი გრძელდება“,- წერს მონიავა.
მისი თქმით, ადამიანები პროტესტს მხოლოდ მას შემდეგ გამოთქვამენ, როდესაც სამსახურს ტოვებენ.
„უმეტესობამ, ვიდრე თვითონ არ მოხსნეს, ხმა არ ამოუღია, არც წინა და არც ამ მთავრობის ხელში, მე კი თურმე მაქვს სამსახური, რა გამოვიდა?? ჩემი თავისათვის არ გამოვსულვარ ხოო? ეს მაკვირვებს, ხალხს უკვირს ჩემი პროტესტი. ხალხის გასაჭირი საკუთარ გაჭირვებათ უნდა აღვიქვათ, სხვისი ტკივილი ჩვენად გავითავისოთ და მაშინ ვიქნებით ერი და არა რომელიმე პარტიის წევრები თუ მხარდამჭერები, ცოტნე დადიანზე თუ გსმენიათ რაიმე ხალხო?“, -აცხადებს მონიავა.
შეგახსენებთ, რომ თამაზ მონიავამ გუშინ ნიკა ჩერქეზიშვილის მხარადაჭერი აქცია გამართა. მისი პროტესტი მიუღებელი აღმოჩნდა მისი სამსახურის ხელმძღვანელისათვის. კულტურის ააიპის უფროსი თვლის, რომ თამაზ მონიავა დასაქმებულია და მისი პროტესტი გაურკვეველია.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















