ავტობანის ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე ვიბროხმაურიანი ზოლები მოეწყო
ავტობანის ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე სავალი ნაწილის მთელ სიგანეზე ვიბროხმაურიანი ზოლები მოეწყო.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნული საჭირო გახდა დატვირთული სატრანზიტო მოძრაობის გამო, დამატებითი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლების ყურადღების იძულებით გამახვილებისათვის, საჭეზე მგრძნობიარობის გაზრდის მიზნით.
საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის გარკვეულ მონაკვეთებზე მიმდინარეობს პერიოდული შეკეთების სამუშაოები, რომელიც ძირითადად საფარის სისწორის, ხორკლიანობის და საცვეთი ფენის აღდგენის სამუშაოებს მოიცავს.
ავტობანის ამ მონაკვეთზე დროებით მოძრაობა ცალმხრივია, მიმდინარეობს საგზაო ნიშნებისა და ვიდეო–სამეთვალყურეო სისტემის მონტაჟი.
სამუშაოებს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA) აფინანსებს. სამუშაოებს კომპანია "ჯავა" ასრულებს.
ამ თემაზე:
როდის აღდგება ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ორმხრივი მოძრაობა?
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















