|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ავტობუსში ფეხზეც დავდგები, აქ დამითმე ადგილი"(ფოტო)

 "ავტობუსში ფეხზეც დავდგები, აქ დამითმე ადგილი", "მეტი ქალი პოლიტიკაში", "დავიცვათ ქალთა უფლებები"–ამ დევიზით დღეს ქუთაისში აქცია გაიმართა. აქციას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოამდგენლები, პოლირიკური პარტიების წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.

აქციის მიზანია ქალთა უფლებების გაზრდა და მათი პოლიტიკური აქტივობის მხარდაჭერა. "გენდერის მედია ცენტრის" ხელმძღვანელის ქეთევან ბერძენიშვილის განცხადებით, "საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატიდან მხოლოდ 18 არის ქალი, რაც საკმაოდ მცირეა.  უნდა მოხდეს მათი რაოდენობისა და როლის გაზრდა".

პოლიტიკაში ქალთა როლის გაზრდის მომხრეა უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძეც, რომლის განცხადებითაც, სახელმწიფომ ქალთა უფლებების დასაცავად მეტი უნდა გააკეთოს.

აქციის მონაწილეებმა მესხიშვილის თეატრთან პლაკატები გამოფინეს, მოგვიანებით კი ცენტრალურ მოედანზე მსვლელობა გამართეს.

 

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი