ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ორ თვეში 84 ადამიანი დაიღუპა
ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 84 ადამიანი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ამ პერიოდში 905 რეგისტრირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 84 დაიღუპა, ხოლო 1 277 ადამიანი დაშავდა.
დაღუპულთა შორის 19 ქვეითია. დაშავებული ქვეითების რაოდენობა 265 -ს შეადგენს.
ორ თვეში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისას 5 არასრულწლოვანი დაიღუპა, 136 კი დაშავდა.
ავტოავარიის გამომწვევი წამყვანი მიზეზებია: მანევრირების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, შემხვედრ ზოლში გადასვლა, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა.
ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ავრცელებს.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















