"ახალი არჩევანის" იმერეთის ორგანიზაციას თემურ ცამციშვილი უხელმძღვანელებს
საარჩევნოდ სამი პოლიტიკური ძალის გაერთიანებული ჯგუფის იმერეთის ორგანიზაციას თემურ ცამციშვილი უხელმძღვანელებს. „ახალი არჩევანის“ წევრები არჩევნებზე მანდატებისთვის ერთად იბრძოლებენ.
„კონსულტაციები მიმდინარეობს და მაჟორიტარობის კანდიდატებს უახლოეს პერიოდში წარვადგენთ, როგორც თბილისში, ასევე რაიონებში. არჩევნებში ერთად მივიღებთ მონაწილეობას. გაერთიანების იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მე ვარ და ჩემგან გაიგებთ ინფორმაციას მაჟორიტარების წარდგენის შესახებ", - განაცხადა თემურ ცამციშვილმა.
ახალი პოლიტიკური გაერთიანება "ახალი არჩევანი" დღეს შეიქმნა. მასში სამი პოლიტიკური პარტიის:"ახალი მემარჯვენეები", "გირჩი" და "ახალი საქართველო" შეერთება მოხდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















