|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

“ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის" პრეზენტაცია ქუთაისში

“ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის" პირველი რეგიონალური ოფისი  ქუთაისში გაიხსნა.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ,  დღეს,  ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად  თემურ ცამციშვილი წარადგინა.

ლიდერებმა პრეზენტაციაზე  "ახალი პოლიტიკური ცენტრის" ძირითად მიმართულებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.  პარტიის მიზანია შექმნას ახალი, ღია პოლიტიკური ცენტრი, მოიზიდოს და პოლიტიკურ პროცესში ჩართოს პროფესიონალები.

„ხალხს მობეზრდა ერთი და იგივე სახეები, ერთი და იგივე პოლიტიკა.  ეს არის სიახლე ჩვენს ქვეყანაში.   გონიერ ახალგაზრდებს ეძლევათ შანსი, თავი დაიმკვიდრონ ჩვენს პარტიაში.  ჩვენ გავეგებით ხიდად ახალ თაობას,  ახალი იდეებს,“-აღნიშნა ოფისის პრეზენტაციაზე პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენელმა გოგა ხაჩიძემ. 

პარტიაში არ მიიღებიან: ფაშისტები, ჰომოფობები, ქსენოფობები, პროოკუპანტები. პარტიისთვის მოქალაქეებთან ძირითადი და მთავარი საკომუნიკაციო პლატფორმა იქნება სოციალური ქსელები და თანამედროვე ტექნოლოგიები. "ჩვენ შევქმნით პირველ პარტიას საქართველოში, რომელიც პარლამენტში, ძირითადად, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით შევა", - ნათქვამია ორგანიზაციის  მიერ მომზადებულ პრესსრელიზში.

პარტიის ოფისი დედაქალაქში უკვე გაიხსნა და მომავალში  რეგიონებშიც იგეგმება მათი გახსნა. რაც შეეხება სიმბოლოს, რომელიც  მწვანე გირჩს წარმოადგენს, პარტიის წევრების განმარტებით, ეს სიახლის ნიშანია.

ავტორი: მარუსა ხურციძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა