|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ აირჩევენ ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს თერჯოლელები?

საქართველოს პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსი" პირველი მოსმენით დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე ცვლილებებს 82 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი კი 8 კანონმდებელი წავიდა. 
ცვლილება ძირითადად საარჩევნო ოლქების დაყოფას და მაჟორიტარი დეპუტატების არჩევისთვის 50 პროცენტიანი ბარიერის დაწესებას ეხება.  პროექტის მიხედვით, თბილისში, 10 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება. ასევე, ცვლილებები მოხდა სხვადასხვა ქალაქებშიც. ქუთაისს ერთის ნაცვლად სამი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.

როგორც "საიას" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანმა "ნიუპრესს" განუმარტა,  ქუთაისში სამი სამაჟორიტარო ოლქი თერჯოლის სოფლების ხარჯზე შეიქმნება.

"2016 წლის საპარლამენტო არჩვნებში აირჩევენ სამ მაჟორიტარს და ერთმანდატიანი ოლქი იყოფა სამ მანდატიანად, მაგალითად: მუხნარის, კახიანაურის, საფიჩხიის, ქალაქმუზეუმის და ნიკეას ადგილობრივ ოლქებს დაემატება თერჯოლის სოფლები, რომლებიც ქუთაისთან ახლოს არის. უქიმერიონის, გამარჯვების, გუმათის, ძელქვიანის ოლქები ჩამოყალიბდებიან მეორე ოლქად.   ასევე ავტოქარხნის, სულხან-საბას და ვაკისუბნის ადმინისტრაციული ერთეულები შექმნიან მესამე საარჩევნო ოლქს", – განაცხადა სანტურიანმა.

ამ დაყოფის შედეგად  თერჯოლა დამოკიდებელი სამაჟორიტარო ოლქი აღარ იქნება. ნაწილი სოფლებისა ტყიბულს, ნაწილი  კი ზესტაფონის ოლქს დაემატება. ხარაგაული,  ბაღდათი და ზესტაფონის  სოფლების ნაწილი ერთ სამაჟორიტარო ოლქს შექმნიან. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა