|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალი წლის ღამეს ქუთაისში ტრანსპორტი გაზრდილი გრაფიკით იმუშავებს

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გრაფიკი შეიცვლება.

მერიაში "ნიუპრესს" განუცხადეს, რომ ახალი წლის ღამეს ყველა სამარშრუტო ხაზზე ტრანსპორტის გრაფიკი გაიზრდება და 24:00 საათამდე იმუშავებენ. 

მათივე ინფორმაციით, გალა კონცერტის გამო, შესაძლოა, რამდენიმე მიკროავტობუსმა ქალაქის სხვადასხვა უბნის მიმართულებით 03:00 საათამდე გააგრძელოს მუშაობა. 

31 დეკემბერს დღის მეორე ნახევარში ცენტრალური მოედანი  გადაიკეტება და მოძრაობა პარალელური ქუჩებით იქნება შესაძლებელი. 

გალა კონცერტი 22:00 საათზე დაიწყება, რომელიც ფოიერვერკით დასრულდება. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა