|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ახლადგაყვანილი წყლის მილი ხის პალოთი გაამაგრეს"-მოსახლეობამ აქცია გამართა

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მოსახლეობამ აქცია გამართა. მოსახლეობა ახლადგაყვანილი მილებიდან წყლის ქცევას აპროტესტებს, მათი თქმით, მილიდან წყალი იქცეოდა, კომპანიის წარმომადგენლებმა დროებით გაამაგრეს, მას შემდეგ რაც აქციის შესახებ დაანონსეს, დასაფარად მოუწესრიგებელ მილზე მიწა დაყარეს.

"ახლადგაყვანილი მილიდან წყალი იქცეოდა, მოვიდნენ კომპანიის წარმოამდგენლები და ხის პალოთი დაამაგრეს, მეცხრამეტე საუკუნის ტექნოლოგიებით მუშაობენ. აქცია, რომ დავაანონსეთ, დილით მოვიდნენ და ასე მოუწესრიგებელ მილზე გადააყარეს მიწა, რომ დაემალათ, ამგვარად ცდილობენ პრობლემა მოაგავრონ", -განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადა პარტია "თავისუფალმა საქართველომ". გოგი წულაიას განცხადებით, რეგიონული განვითარების სამინისტროს დაფინანსებული პროექტები ამგვარად სრულდება და ამავდროულად სამინისტრო ირწმუნება, რომ ნაგავსაყრელს თანამედროვედ მოაწყობენ.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა