ქართველი ჟურნალისტების უპრეცედენტო პროტესტი
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდასაჭერად ჟურნალისტების პროტესტი გრძელდება. პარლამენტის კომიტეტში გამართული პერფორმანსის შემდეგ, თავზე ტომარა ჟურნალისტებმა და ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემის დროს ჩამოიცვეს. გიორგი გაბუნიამ გადაცემა სრულად ამ ფორმატში წაიყვანა, რა ალბათ, უპრეცედენტო შემთხვევაა ჟურნალიტიკის ისტორიაში.
ამით ჟურნალისტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს აფგან მუხთარლის, რომელიც ამბობს, რომ გატაცების დროს თავზე ტომარა ჩამოაფარეს.
„პერფორმანსში მონაწილეობის არანაირი ხასიათი არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი პატივისცემით ვარ თქვენი სტუმრებისა და თქვენს მიმართ, გამოხატვის თავისუფლების მიმართ, ვფიქრობ, ასეთ ფორმატში საუბარი არ იქნება მიზანშეწონილი“ - თქვა შსს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა, რომელმაც არ უპასუხა ტელეწამყვანის შეკითხვას, თუ როგორ გაუჩინარდა საქართველოდან აფგან მუხთარლი და როგორ აღმოჩნდა ის ბაქოში.
შეგახენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოდან რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. ამჟამად ის ბაქოში პატიმრობაში იმყოფება.
მის მხარდასაჭერად საქართველოში რამდენიმე აქცია მოეწყო. აქცია გაიმართა ქუთაისშიც.
ამ თემაზე: "თავზე ტომარა ჩამოაცვეს არა ერთ ჟურნალისტს, არამედ ქვეყანას"
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















