ბაგრატის ტაძარში სტალინის ფოტო გამოფინეს
ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო. მასში წარმოდგენილია იმ სასულიერო პირების ფოტოები, რომლებმაც ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ამასთან, გამოფენაში სტალინის ფოტო მოხვდა, როგორც ერთ-ერთი მთავარი გმირი მიმდინარე ამბებში. ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ თავმჯდომარე გამოეხმაურა.
გია გოქაძის, თქმით, სასულიერო პირთა რიგებში სტალინის ფოტოს გამოფენა მიანიშნებს პუტინის პოლიტიკაზე, რომელიც ცდილობს დიქტატურის დამყარებას სტალინის სახელის გამოყენებით.
„ეს არაფერია, თუ არა პუტინის პოლიტიკა, რომელიც ცდილობს სტალინი კულტირებას, რომლის გადაწყვეტილებითაც ეკლესიებში სტალინის ფოტობის განთავსება ხდება. მსგავის ფაქტი მოხდა ბაგრატის ტაძარში, სადაც წარმოდგენილია „ბელადის“ ფოტო. გაურკვეველია, რა შუაშია სტალინი ეკლესიასთან, რომელიც აგებდა ათეისტურ სახელმწიფოს. ის თავად დევნიდა სასულიერო პირებს. თუ 1921 წელს საქართველოში რეგისტრირებული იყო 1 500 ეკლესია, 1941 მხოლოდ 15 ეკლესია ატარებდა მღვდელმასახურებას, რაც სტალისის დამსახურება იყო“-განაცხადა გია გოქაძემ.
მან მოუწოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს დაინტერესდნენ ამ თემით.
„დამთვალიერებლები, მით უფრო უცხოელები ვერ ხვდებიან რა შუაშია სტალინი სასულიერეო პირებთან და გაკვირვებულები არიან. მოვუწოდებთ არასამთავრობოებს და პარტიებს დაინტერესდნენ ამ თემით. სასულიერო პირები, ვინც მხარს უჭერს ამ გამოფენას, არიან პუტინის პოლიტიკის მომხრეები “კაკებეს აგენტები“, -განაცხადა გია გოქაძემ.

მსგავსი: "მე ორივე ქვეყნის მოქალაქედ ვგრძნობ თავს"
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















