ბაღდათელ ნათია რობაქიძეს დახმარება სჭირდება
                                                                                                                     
                
ბაღდათელ ნათია რობაქიძეს დახმარება სჭირდება. ექიმებმა მას ქრონიკული B ჰეპატიტი დელტა დაუდგინეს. სამკურნალოდ ნათიას 40 000 ლარი სჭირდება. მისი მეგობრების განცხადებით, ბაღდათის მუნიციალიტეტმა 1 500 ლარი, დაზვერვის სამსახურმა 1 000 ლარი, ჯგუფელებმა 560 ლარი შეუგროვეს, თუმცა ნათიას გადასარჩენათ ეს თანხა საკმარისი არ არის.
"ჯერ-ჯერობით მის სამკურნალოდ მცირედი თანხაა შეგროვებული. ნათია ობოლია, არავინ ჰყავს, ამიტომ სჭირდება ჩვენი დახმარება. თუ ვინმეს თუნდაც 1 ლარის ჩარიცხვა შეგიძლიათ, არ დაიშუროთ, თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია მისი სიცოცხლის გადასარჩენად. B ჰეპატიტს სახელმწიფო არ აფინანსებს და ეს გოგონა მხოლოდ ხალხის იმედადაა. ცხოვრობს ბაღდათში, არ ჰყავს მშობლები და არ აქვს არანაირი სახსრები ამ თანხის თავად შესაგროვებლად",- აღნიშნა ნათიას მეგობარმა ქეთა გრიგალაშვილმა.
ანგარიშის ნომერი: ლიბერთი ბანკი, GE3BLBO711141847251001, მიმღები ნათია რობაქიძე.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
 EUR 1 =
 EUR 1 =  GEL 3.649
 GEL 3.649 USD 1 =
 USD 1 = 




 16:36
16:36 10:58
10:58.jpg) 23:12
23:12 12:36
12:36 15:31
15:31
















