ბაღდათის გამგებლის მოვალეობას რამდენიმე დღეა არავინ ასრულებს
ბაღდათის მუნიციპალიტეტი რამდენიმე დღეა გამგებლის გარეშეა დარჩენილი. გემგეობაში მისულ მოქალაქეებს, ეუბნებიან, რომ გამგებლის მოვალეობას ამ ეტაპზე არავინ ასრულებს. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს გელა მშვილდაძეს უფლებამოსილება 22 ნოემბერს ამოეწურა. ამ დრომდე უფლებამოსილების ვადა არც მას გაგრძელებია და ბაღდათში არც ირაკლი გეგეშიძე გამოჩენილა.
ფაქტს ადასტურებს ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარე. "გეთანხმებით, უჩვეულო ვითარებაში ვართ, ველოდებით გადაწყვეტილებას"-განაცხადა გია მაჩიტიძემ.
ბაღდათის გამგებელი, რომელიც წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული, ოფიციალურად გამგებლის პოსტზე რჩება. მისი დაკავებიდან მოკლე პერიოდში გამგებლის მოვალეობის შესრულებას მისი ყოფილი მოადგილე გელა მშვილდაძე შეუდგა, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლება ირაკლი გეგეშიძემ დაკავებიდან ცოტა ხნით ადტრე მოახდინა. თუმცა მოგვიანებით მშვილდაძე მოადგილის პოსტზე აღადგინეს, რის შემდეგაც გამგებლის მოვალეობის შესრულებას თავად შეუდგა.
"ნიუპრესი" ბაღდათის გამგებელს ირაკლი გეგეშიძეს დაუკავშირდა, მისი თქმით, ამ დროისათვის იმერეთის გუბერნიაში იმყოფება.
საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ იმერეთის გუბერნიაში.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















