|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ გასულ წელს 72 483 ლარის საწვავი დახარჯა

როგორც "ნიუპრესს" ბაღდათიდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, მუნიციპალიტეტის მაღალი თანამდებობის პირები, მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეები ადგილობრივები არ არიან, რის გამოც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მწირი თანხებიდან სოლიდური ნაწილი მათი ტრანსპორტირებისათვის იხარჯება.   

"ნოუპრესი" დაინტერესდა ბაღდათის მინიციპალიტეტის მერიის მიერ შესყიდული საწვავის ოდენობით. 

როგორც გაირკვა, ბაღდათის მუნიციპალიტეტმა 2018 წელს 72 483 ლარის საწვავი შეიძინა. 

საწვავი პირდაპირი შესყიდვის გზით 13-ჯერ შეიძინეს. შესყიდვა ორი ფირმიდან "ვისოლ პეტროლიუმიდან" და "სან პეტროლიუმ ჯორჯიადან" განხორციელდა. 

(იანვარ-  4 118, 4 ლარი, 310 ლარი - თებერვალი, 5 304 ლარი-თებერვალში, 5 304 ლარი- მარტი, 5 500 ლარი - აპრილი, 5 637, 50 ლარი - მაისი, 6 050.00 ლარი - ივნისი, 6 270.00 ლარი - ივლისი, 6 270 ლარი - აგვისტო, 6 541,00 ლარი -  სექტემბერი, 6 941.40 ლარი- ოქრომბერი, 7 164 ლარი,  ნოემბერი.  7 072.50 - დეკემბრი.)  

 ბაღდათის მუნიციპალიტეტმა 2019 წლის იანვარში სან პეტროლიუმ ჯორჯიასთან 13 279 ლარის ღირებულების ბენზინის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. თუ გავითვალისწინებთ ყოველთვიურად საწვავისათვის განკუთვნილი თანხების მზარდ ოდენობას, მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან  სავარაუდოდ გაცილებით მეტი ოდენობის თანხა დაიხარჯება.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 6 მილიონს აჭარბებს, შედარებისათვის, ბიუჯეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და მოვლა-შენახვისათის 138 ათასი ლარია გათვალისწინებული, ტროტუარების მოვლა პატრონობისათვის - 24 ათასი.   წყლის სისტემის რეაბილიტაცისათვის  60 ათასი ლარი დაიხარჯება, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვისათვის კი მხოლოდ 30 ათასი ლარია გამოყოფილი.

 შეგახსენებთ, ბაღღდათის მინიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე თბილისიდან არის, საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე კი ქუთაისში ცხოვრობს. ასევე ქუთაისში ცხოვრობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ გიორგიძე.

 

 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა