|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათელი ჩინოვნიკების ინტერესები გამარტივებულ შესყიდვებში

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული გამარტივებული შესყიდვების მონიტორინგის  შედეგებს აქვეყნებს.

ამჯერად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული გამარტივებული შესყიდვების გზით გაფორმებული ხელშეკრულებებით დაინტერესდა.  კვლევის ფარგლებში ორი საინტერესო შემთხვევა გამოვლინდა:

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის,  გრიგოლ მაჩიტაძის შესაძლო ინტერესები ბაღდათის მუნიციპალიტეტში განხოციელებულ შესყიდვებში:

2015 წლის 12 აგვისტოს ბაღდათის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული მეთოდით ხელშეკრულება  შპს „დავითი 2014-თან” (ს/კ 425053997) გააფორმა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 100%-ანი წილის მფლობელი ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის - გრიგოლ მაჩიტიძის  შვილი, დავით მაჩიტაძეა.  ბაღდათის მუნიციპალიტეტმა დავით მაჩიტაძის კომპანიიდან 6 259 ლარის ღირებულების მომსახურება შეიძინა. 2015 წელს შპს „დავითი 2014”-მა ასევე გამარტივებული მეთოდით ხელშეკრულებები ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლების (როკითის, წითელიხევისა და დიმის N1)  საჯარო სკოლებთან გააფორმა, რის შედეგად 2 052 ათასი ლარის ღირებულების ანაზღაურება მიიღო. სამივე შემთხვევაში ხელშეკრულების საგანს სამშენებლო მასალების მიწოდება წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ გრიგოლ მაჩიტაძემ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიცია  2014 წლის 15 ივნისის  არჩევნების შემდეგ დაიკავა, ხოლო შპს „დავითი 2014” კი 2014 წლის 18 ივლისს არის დარეგისტრირებული.

ასევე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ანტონ ქარაბაკის შესაძლო ინტერესები ბაღდათის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ შესყიდვებში:

ანტონ ქარაბაკი 2009-2014  ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსის პოზიციას იკავებდა, ხოლო  2014  წლიდან იგი გამგეობის აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. როგორც ანტონ ქარაბაკის ქონებრივი  დეკრაციიდან  ირკვევა, ქარაბაკის მეუღლე, მაია გვეტაძე ინდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული. გვეტაძეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დაწესებულებებთან გამარტივებული ფორმით, როგორც ინდივიდუალურ მეწარმეს 44, ხოლო როგორც ინდივიდუალურ აუდიტორს - 1 ხელშეკრულება აქვს დადებული, რომელთა ფარგლებშიც 17 555 ლარის ანაზღაურება აქვს მიღებული. ხელშეკრულებების დიდი ნაწილი (36 ხელშეკრულება) გაფორმებულია  ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო/საბაზო სკოლებთან, სადაც მომსახურების ძირითად სახეს წარმოადგენს ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციებისა და მომსახურების გაწევა. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის შესაბამის თანამდებობის პირებს და მათ რეკომენდაციებს სთავაზობს.

 

 სრულად

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა