|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ბაღდათის  საკრებულომ  მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. 

 ბაღდათის ბიუჯეტი მომავალ წელს 6 276 100 ლარით განისაზღვრა, რაც წინა წელთან შედარებით გაზრდილია. 

მუნიციპალიტეტის მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს, "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს, თუმცა ხმა წინააღმდეგ მისცეს. 

 "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის შალვა დათუაძის განმარტებით, ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირეს, რადგან ეს ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის განვითარებას არ ემსახურება და მხოლოდ "ქართული ოცნების" აქტივისტების დასაქმების ბიუჯეტია. 

"ეს არის ხელფასების ბიუჯეტი, რის გამოც მას მხარს ვერ დავუჭერთ, თავის მოწონება იმით, რომ 25 პროცენტიანი ზრდაა, უადგილოა, რადგან ეს არის ხელფასებზე ორიენტირებული ბიუჯეტი, ვერ ასახავს მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებს", - განაცხადა  შალვა დათუაძემ.

 ბაღდათის 2018 წლის ბიუჯეტი 5 435 200 ლარს შეადგენდა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა