ბაღდათის სოფელ შუბანში მეწყერმა გზა დააზიანა
გადაუღებელი წვიმების შედეგად ზარალი მიადგა ბაღდათის მუნიციპალიტეტს. სოფელ შუბანში, საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა.
ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, დაზიანებულია სოფლის საავტომობილო გზა, რას შეეხება მოსახლეობას, არავინ დაზარალებულა.
"დაძრული მიწა ელექტროენერგიის ბოძს მიაწვა, რის გამოც ბოძის გადატანის საჭიროებაა, რომ სოფლის ენერგომომარაგებას საფრთხე არ შეექმნას. გზა კი შეკეთებას საჭიროებს"-განუცხადა "ნიუპრესს" გია მაჩიტიძემ.
იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად საგანგებო შტაბი მუშაობს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















