|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბაღდათობა 2015" საზეიმოდ აღინიშნა (ფოტო)

 ბაღდათობა 2015 საზეიმოდ აღინიშნა. დღესასაწაულზე მოწველ სტუმართა შორის იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და პარლამენტარი ომარ ნიშნიანიძე  იმყოფებოდნენ.

მუნიციპალიტეტის სოფლებმა თავიანთი კუთხე წარმოადგინეს.  ადგილობრივმა ფოლკლურულმა ანსამბლებმა კი დამსწრეებს თავიანთი შემოქმედება გააცნეს. ბავშვებისთვის უფასო ატრაქციონები მოეწყო.   დღესასწაულის კულმინაცია თსუ-ს ანსამბლის  "გორდელა" კონცერტი გახლდათ.  

"ბაღდათობა 2015" რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში გამართულმა საზეიმო საღამომ დაასრულა, სადაც სხვადასხვა სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბაღდათის 5 საპატიო მოქალაქე დაასახელეს.

მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდზე დღესასწაულის ამსახველი მასალას  ადგილობრივები სოციალურ ქსელში გამოეხმაურენ. როგორც ერთ-ერთი მათგანი  წერს,  მადლიანი ბუნებით მდიდარ მხარეს  სასმელი წყალი არ აქვს- „დასალევი წყალი ქუთაისიდან მოგვაქვს“-წერს თეიმურაზ ლომსიანიძე.

„კარგია ბაღდათი, მშვენიერი ბუნება, ხალხი, მადლიანი მიწა, უამრავი მდინარე, წყარო, წყაროები, წყალი, წყალი...წყალზე გამახსენდა, სადაც ვცხოვრობ მეორე ფერსათში მთელი მეოცე საუკუნე წყალი არ გვქონია, 70-იან წლებში თვით მოსახლეობამ გამოიყვანა ,,ტრუბებით" წყალი შუბნის წყაროდან, უჭირდა მაშინ ,,სუსურუკუს", თითო საათი მოდიოდა ,,ოტკის" კამარასავით, 150 ოჯახი ზის ამ ,,ტრუბაზე", ახლა სულ გაფუჭებულა სისტემა, დასალევი წყალი ქუთაისიდან მომაქვს, ჭები 35 მეტრზე ქვემოთ არ ამოდის, ანუ ძვირი ჯდება ამოჭრა, ეგება 21-ე საუკუნეში ,,დეგვეხმაროთ ფუმფულა ბიძიებო რაა", დამალევინეთ წყალი რა.“

 

  

  

          

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა