ბაღდათში დაცვის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
ბაღდათში მოქალაქეებს შორის დაპირისპირება სისხლიანი გარჩევით დასრულდა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქუჩური გარჩევის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან დაცვის თანამშრომელი დაიჭრა.
დაშავებული კატასტროფის ჯგუფმა ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორის, ირაკლი გოგინავას თქმით, მამაკაცი ჭრილობით მათთან მართლაც მოხვდა, თუმცა ვერ ადასტურებს, ჭრილობა რისგან ქონდა მიყენებული.
"მამაკაცს ჭრილობები გულ-მკერდის არეში ჰქონდა, მე ვერ ვიტყვი, რისგან ქონდა ჭრილობა, რადგან ჩემი კომპეტენცია არაა, მამაკაცი კატასტროფის ჯგუფმა მოიყვანა და ოპერაცია გაუკეთდა. ამჯამად თავს კარგად გრძნობს"-განაცხადა ირაკლი გოგინავამ.
სისხლიან გარჩევას არ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მათი ინფორმაციით, დაპირისპირება არ ყოფილა და მოქალაქემ დაზიანება სახლში ჩამოვარდნის შედეგად მიიღო. შესაბამისად გამოძიებაც არ დაწყებულა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ფერსათში გუშინ მოხდა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















