|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ მოხერხდა

ბაღდათში სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის  ქრობის პროცესში სამსახურის დამატებითი ძალები ჩაერთვნენ.

ადგილზე გვიან ღამით გაიგზავნა ტყის ხანძრის ქრობის ახალი ტექნიკა და მეხანძრე-მაშველების დამატებითი ჯგუფები. შექმნილია საგანგებო შტაბი.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს 110 მეხანძრე-მაშველი.

ცეცხლი შერეული ტყის ქვედა საფარს უკიდია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი.

დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 187-ე მუხლის, მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა