ბაღდათში ტყეში გუშინ გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება
ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა მეორე დღეა ვერ ხერხდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება.
რთული რელიეფის გამო გართულებულია ადგილზე სამაშველო ტექნიკის მისვლა. არსებული მდგომარეობით, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200 მეხანძრე-მაშველი.
იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა-ზე მეტი ფართობი.
დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187 -ე მუხლის, მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















