ბაღდათში ხანძარის შედეგად 10 ჰა ტყის საფარი დაიწვა
ბაღდათის სოფელ ზეკარის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია -ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
ხანძრის შედეგად დამწვარია 10 ჰა ფართობი ტყის საფარი.
ამ ეტაპზე ცალკეული კერების დამუშავება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ზეკარის ხეობაში ჩვენმა მეხანძრე-მაშველებმა ურთულესი რელიეფის მიუხედავად შეძლეს ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება. ადგილზე კვლავ რჩებიან სახანძრო-სამაშველო ძალები და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც პირველივე დღიდან მუშაობდნენ ზეკარის ხეობაში“. - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე ხვადაგიანმა.
შეგახსენებთ, ბაღდათის ტყეში ხანძარი 2 დღის წინ გაჩნდა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















