|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბატონ შავლეგოს წარმატებას ვუსურვებ, ასევე გამიხარდება მისი წინსვლაც"

"სანამ ბატონი შავლეგო იმერეთის გუბერნატორია, მე მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ, ასევე გამიხარდება მისი წინსვლაც"-განაცხადა ქუთაისის ყოფილი მერმა შოთა მურღულიამ იმერეთის გუბერნატორის პოსტზე მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის პასუხად.

"პირველ რიგში, მაგ პოზიციაზე ბატონი შავლეგო მუშაობს და ცოტა უხერხულია, ამ თემაზე საუბარი. დიდი ხანი არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან პოზიტიური განწყობა მაქვს მის მიმართ. ბუნებრივია, ამ თემაზე კონსულტაციებიც ვერ იქნებოდა, სანამ ბატონი შავლეგო იმერეთის გუბერნატორია,  მე მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ. ასევე გამიხარდება მისი წინსვლაც", -განუცხადა შოთა მურღულიამ "ნიუპრესთან" საუბარში.

 გავრცელებული ინფორმაციით, იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, რომელიც ამ პოსტზე რამდენიმე თვეა რაც მუშაობს, შესაძლოა, კვლავ თავდაცვის სამინისტროში  გადაინაცვლოს. მის შემცვლელად კი არაოფიციალურად, ქუთაისის ყოფილი მერი შოთა მურღულია სახელდება.

შოთა მურღულია ქალაქის მერის პოსტზე 2014 -2017 წლებში საქმიანობდა, ის თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც  აქტიურად ადევნებს თვალს ქალაქში მიმდინარე პროცესებს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში აქტიურად ჩაერთო პროცესებში და "ძველი გვარდიის" სახით ქუთაისში სათავეში ჩაუდგა "არა მიშას" ერთ-ერთ ოფისს. 

ინფორმაცია შოთა მურღულიას გუბერნატორის პოსტზე შესაძლო დანიშვნის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ტოპნიუსმა" გაავრცელა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა