ბავშვების ექსკურსიის ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
ბაღდათიდან მცხეთაში მიმავალ ექსკურსიის ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, - ინფორმაციას „ინფო იმერეთი” ავრცელებს.
შემთხვევა ავტომაგისტრალზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითთან მოხდა.
ავტობუსის ბოლო ნაწილში გაჩენილი ხანძარი და დაკვამლიანება უკან მომავალმა მანქანებმა შენიშნეს და მძღოლს ტრანსპორტის გაჩერებისკენ მოუწოდეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. ადგილზე იყო პოლიციაც.
მოსწავლეებმა მგზავრობა იმავე ავტობუსით განაგრძეს.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა