"ბაზარში ჩვენი პროდუქტი არ იყიდება, იძულებული ვართ, გარეთ გამოვიდეთ" [PHOTO]
აკრძალვის მიუხედავად, გარემოვაჭრეები კვლავ ქუჩაში აგრძელებენ მუშაობას. როგორც მოვაჭრეები, "ნიუპრესთან" საუბარში აღნიშნავენ, იძულებულები არიან ქუჩაში გამოვიდნენ.
"რამდენიმე დღის წინ მერიიდან მოვიდნენ და გვითხრეს, რომ გარევაჭრობა აიკრძალა და ვინც კანონის წიინააღმდეგ წავა, ყველა 200 ლარით დაჯარიმდებაო. კი ბატონო, შევედით ბაზარში, შევიტანეთ ჩვენი პროდუქტი, მაგრამ ერთი ცალიც არავის უყიდია, დალპა და გაფუჭდა ყველაფერი, შემდეგ იძულებული გავხდი, ისევ გარეთ გამოვსულიყავი. რა ვქნა, არც მე მიხარია ახალგაზრდა ქალს ამხელა ბარგის გაშლა-ალაგება, აქეთ-იქეთ თრევა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. სახლში ავადმყოფი მეუღლე მელოდება, რომელსაც დღეში 8 ლარის წამალი უნდა. ამდენი ვალი გვაქვს ბანკში, ისევ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მედიკამენტებში მიდის მთელი ჩემი ნაშრომ-ნაწვალები. ჩვენც ხომ ცოდვები ვართ, შემოსავალი რომ იყოს, გადახურულში ყოფნა არ გვირჩევნია? ქარში, წვიმაში, თოვლში, მზეში, მტვერში გვიწევს ყოფნა, განა ასე მუშაობა გვიხარია, მაგრამ რა ვქნათ, სხვა გზა არ გვაქვს, ასეთი ცხოვრება მოვიდა",- აცხადებს გარემოვაჭრე რუსუდან ბაღათურია.
"ღმერთმა დაგვიფაროს, აქედან რომ გაგვყარონ, დავიღუპებით",- აცხადებენ გარემოვაჭრეები.
შეგახსნებთ, 9 დღის წინ ქუთაისის მერიამ ჭავჭავაძის გამზირზე გარემოვაჭრეების დახლების დემონტაჟი მოახდინა. მერიის შესაბამისი სამსახურის უფროსის განცხადებით, გარევაჭრობის პრობლემა ქუთაისში სრულად ორ კვირაში გადაიჭრება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















