გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის სამეცნიერო კონფერენცია თბილისში გაიმართება
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის სამეცნიერო კონფერენცია თბილისში გაიმართება, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი გაეცნო.
„სამონასტრო კომპლექსში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი), საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, ეროვნული სამეცნიერო საბჭოს მდივანი დავით ლორთქიფანიძე, ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი ფლორენციაში, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მდივანი გერჰარდ ვოლფი და კომიტეტის წევრები.
ბექა დავითულიანმა და დავით ლორთქიფანიძემ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებული სამეცნიერო ლაბორატორიაც დაათვალიერეს.
ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების ფაქტობრივ მდგომარეობას მინისტრის მოადგილე გელათის კომიტეტის ეროვნული სამეცნიერო და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოების წევრებთან ერთად გაეცნო", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი