|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიძინა ივანიშვილის ახლობელი ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის ტენდერს გამოეთიშა

ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბის ტენდერს ბიძინა ივანიშვილის მეზობელი და მოგვარე ბესიკ ივანაშვილი მას შემდეგ გამოეთიშა, რაც საკითხი მედიის მიერ გახმაურდა.  "ნიუპრესზე" გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ საკითხს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი გიგა შუშანია გამოეხმაურა.

საკითხთან დაკავშირებით დღეს გიგა შუშანიამ ბრიფინგი გამართა, სადაც მერიას ტენდერის შეწყვეტისაკენ მოუწოდა. 

"მე ხელთ მაქვს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი, სადაც მიუთითებენ, რომ ამ ადამიანს დოკუმენტაცია არასწორად აქვს შევსებული, ასევე ვერ ასაბუთებს, რომ აქვს მსხვილი სამუშაოების გამოცდილება, მიუხედავად ამისა, მას არ გაუწყვიტეს ტენდერი და მისცეს ვადა, რომ როგორმე მოაკვარახჭინოს ყველაფერი. ჩვენ მოვითხოვთ ქუთაისის მერიისგან, სასწრაფოდ შეწყვიტოს ეს ტენდერი", - განაცხადა გიგა შუშანიამ. 

ქუთაისის მერია საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

ბესიკ ივანაშვილის განცხადებით, მისი გამოცდილება შესყიდვების სააგენტომ არასაკმარისად მიიჩნია. 

"შესყიდვების სააგენტომ ჩემი გამოცდილება ამ ტენდერისათვის არასაკმარისად ცნო და თავისთავად მე გამოვეთიშე ამ პროცესს. ბეტონის სამუშაოები შესყიდვების სააგენტომ საკმარის გამოცდილებად არ ჩათვალა"-განუვხადა ბრესიკ ივანაშვილმა ჟურნალისტებს. 

 რაც შეეხება მერიის მიერ მიცემულ რეკომენდაციას ხარვეზების გასწორებასთან დაკავშირებით,  აცხადებს, რომ ხარვეზების გასწორებაზე არ უზრუნია, რადგან  სრულად მოთხოვნებს მაინც ვერ აკმაყოფილებს. 

 რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან კავშირს, ბესიკ ივანაშვილი აცხადებს, რომ მასთან მხოლოდ მეზობლობა და გვარი აკავშირებს. 

 შეგახსენებთ, ასსაფეხურიანი კიბის ტენდერში განაცხადი  ბესიკ ივანაშვილმა გააკეთა, რომელიც გამარჯვების რეალურ კანდიდატს წარმოადგენდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა