|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბიძინას სათამაშოების" გამო "გაბედეს" აქცივისტებმა ქუთაისში ათას ლარიანი ჯარიმა მიიღეს

სამოქალაქო მოძრაობის "გაბედე" აქტივისტებს, რომლებმაც ქუთაისში ცენტრალურ ნაძვის ხეზე პოლიტიკოსების ფოტოების დაკიდება სცადეს, მერიიდან 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმების შესახებ შეტყობინება მოუვიდათ.

"გაბედეს" წევრები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ. ისინი ხვალ ქალაქის მერიის წინ შეიკრიბებიან და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას გააპროტესტებენ.

შეგახსენებთ, 11 დეკემბერს ცენტრალური ნაძვის ხის მორთვის დაწყების პარალელურად "გაბედეს" წევრებმა მმართველი ძალის პოლიტიკოსების გამოსახულებით ე.წ. ბიძინას სათამაშოების ხეზე დაკიდება სცადეს, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ და ფოტოები მხოლოდ ბუჩქებზე დაკიდეს. როგორც "გაბედეს" წევრები აცხადებდნენ, ეს პოლიტიკოსები დამოუკიდებელ ფიგურებს არ წარმოადგენენ და რეალურად ბიძინა ივანიშვილის სათამაშოები არიან.

სამოქალაქო აქტივისტებს მერიის ზედამხედველობის სამსახურების და პოლიციის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. მათი განცხადებით, ახალგაზრდებმა ქალაქის იერ-სახის დაზიანების შესახებ ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლი დაარღვიეს.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა