|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თემურ ჭყონია ქუთაისში Georgian Palace-ის გახსნას გეგმავს

ქუთაისის ცენტრალური მოედნის, მიმდებარედ, "მაკდონალდსის" პარალელურად, სასტუმრო აშენდება,-  ამის შესახებ თემურ ჭყონიამ "ბიზნესკონტრაქტთან" ისაუბრა.

ბიზნესმენი ადასტურებს, რომ  ქუთაისში სასტუმროს ასაშენებლად  პროექტს განიხილავს,  თუმცა  დეტალებზე ამ დროისათვის  არ საუბრობს.  ჭყონიას  განცხადებით, ის ქუთაისში Georgian Palace-ის გახსნის შესაძლებლობას განიხილავს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ  მიღებული არ არის.
ცენტრალური მოედნის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ქალაქის მერმა გაავრცელა. შოთა მურღულიას თქმით, ადგილზე კვების ობიექტთან ერთად, სასტუმროც აშენდებოდა. სასტუმრო და "მაკდონალდსი" ერთმანეთს დაუკავშირდება და ერთ კომპლექსად ჩამოყალიბდება.

"მაკდონალდსის" მშენებლობას საზოგადოების ნაწილს პროტესტი და აქციების სერია მოყვა. მათი თქმით, ვიდრე საბოლოო პროექტი არ შედგება, მშენებლობა უნდა შეჩერდეს.  თუმცა,  მერიაში განმარტავენ, რომ ეს არა მშენებლობა, არამედ მოსამზადებელი სამუშაოებია.

არსებული ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე ეკლესიის აშენება იგეგმება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა