|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრში „მაკდონალდსთან“ ერთად სასტუმროც აშენდება

ქუთაისის ცენტრალურ მოედანთან  „მაკდონალდსის“ მშენებლობის საკითხზე ქალაქის  საკრებულოს სხდომაზეც იმსჯელეს.

დეპუტატების ნაწილმა  უკმაყოფილება დააფიქსირა,  მერმა კი განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე „მაკდონალდსთან“ ერთად სასტუმროც აშენდება.

„გვესმის მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა აშენდეს, ან არ უნდა აშენდეს. რა თქმა უნდა, მივესალმები, რაც მეტი ინვესტიცია შემოვა ქალაქში. აღნიშნული ტერიტორია ეკონომიკის სამინისტრომ 1400 კმ. მეტრი 800 000 ლარად გაასხვისა, თანხის ნაწილი ქუთაისის ბიუჯეტში გადაირიცხება. რაც შეეხება მშენებლობას, ჩვენთან შემოსვლის შემდეგ საკითხი განსახილველად მივაწოდეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, მათ შეისწავლეს და განაცხადეს, რომ აღნიშნულ ადგილზე შესაძლებელია მშენებლობა, ოღონდ გარკვეული წესების დაცვით. ამ შენიშვნების გათვალისწინებით რესტორანი აშენდება, იქნება ორსართულიანი, არ დაჩრდილავს საათს, შენარჩუნდება კიბეც. გარდა ამისა, ეს კომპანია ააშენებს სასტუმროს, რომლის შესახებაც სამუშაოები ამჯერზე მიმდინარეობს“, - განაცხადა შოთა მურღულიამ.

მერის თქმით, „მაკდონალდსის“ მშენებლობისთვის კომპანია 2 800 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, დასაქმდება 80-მდე ადგილობრივი. რაც შეეხება სასტუმროს,  მის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

მერის განცხადებით, ამ ტერიტორიაზე ეკლესიაც აშენდება.

გვერდით მდებარე მუზეუმის ყოფილი შენობა ასევე აუქციონზე გაიყიდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა