ბორჯომში "ბოლო ზარი" ტრაგედიით დასრულდა - დაღუპულია 17 წლის მოზარდი
ბორჯომში ბორჯომში "ბოლო ზარი" ტრაგედიით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის ახალგაზრდა ემსხვერპა შემთხვევა „მწვანე მონასტრის“ მიმდებარე ტერიტორიასთან მოხდა. ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რომელთაგან ერთი მდინარე მტკვარში გადავარდა.
დაშავებულია სამი ახალგაზრდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მათ მრავლობითი დაზიანებები აქვთ, თუმცა ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა