|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობა გაძარცვეს

ქუთაისში,  ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობა გაძარცვეს. წაღებულია 4 პერსონალური კომპიუტერი და ერთი ციფრული კამერა.

ბაღის დირექტორის თემურ ჩეჩელაშვილის განცხადებით, ძარცვა სავარაუდოდ, ღამის საათებში მოხდა, რადგან კვირა დილით სამსახურში მისულს შენობა გაძარცვული დახვდა. მისი თქმით, მძარცველმა სავარაუდოდ, შენობის უკანა მხარეს არსებული ფანჯრიდან შეაღწია, რადგან დაწესებულებას დარაჯი კი ჰყავს, მაგრამ მძარცველებმა მისგან შეუმჩნევლად იმოქმედეს. 

დანაშაულთან დაკავშირებით  სს საქმე აღძრულია 177-ე ძარცვის მუხლით. გამოძიებას ჯერჯერობით ეჭვმიტანილი არ ყავს.

შსს-ს პრესსამსახურის განმარტებით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა