9 აპრილის მემორიალის ირგვლივ ყვავილები ირგვება
ქუთაისის ცენტრალურ ბაღსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ყვავილების დარგვა მიმდინარეობს. სამუშაოები ქუთაისის მერიის ააიპი "ბოტანიკური ბაღის" მიერ დაიგეგმა.
ბოტანიკური ბაღის დირექტორის თემურ ჩეჩელაშვილის თქმით, აქცია 9 აპრილთან დაკავშირებით ეწყობა. ყვავილები ცენტრალურ ბულვარში 9 აპრილის მემორიალის ირგვლივ, ასევე მერიის წინ ირგვება.
"დაირგვება 6 ათასამდე ძირი ყვავილი, ეს არის ჩვენი საჩუქარი ქალაქისათვის, რისთვისაც საჭირო თანხა ჩვენი საკუთარი შემოსავლებიდან გამოვძებნეთ. ყვავილების ნაწილი ჩვენს მიერაა გამოყვანილი, ნაწილი კი გეგუთის სათბურიდან შევიძინეთ", - აღნიშნა მან.
სამუშაოებს ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები ასრულებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















