ბოტანიკური ბაღის სტუმრებს "უფასო წიგნის" კითხვის შესაძლებლობა ეძლევათ
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში დამთვალიერებელს დასვენებასთან ერთად წიგნის წაკითხვის შესაძლებლობაც ეძლევა. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, მწერალ გიორგი კეკელიძის ინიციატივით, ბაღში "წიგნის ბუდე" მოეწყო.
კეკელიძის განცხადებით, ბოტანიკური ბაღი ახალ, საგანმანათლებლო ფუნქციასაც შეიძენს. მოქალაქეებს შეეძლებათ ბაღში უფასოდ გაეცნონ მათთვის საინტერესო წიგნს. ასევე წაიღოს სახლში და სანაცვლოდ სხვა წიგნი დააბრუნოს.
ინიციატივა წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. დღეს ცენტრის წინ აქციაც გაიმართა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





13:50
21:51
11:02
16:29
















