|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბოტანიკური ბაღს" იურიდიულ მომსახურებას რობინზონ ხურცილავა გაუწევს

"ბოტანიკურ ბაღში" რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, - აცხადებს ქუთაისის მერიის ააიპი "ბოტანიკური ბაღის" იურისტი რობინზონ ხურცილავა.

ხურცილავა ადასტურებს, რომ ააიპში თანამშრომელთა შემცირება მოხდება, თუმცა ვინ გათავისუფლდება, მისი თქმით, სავარაუდოდ, ერთი კვირის ვადაში გახდება ცნობილი.

ააიპში ამ დროისათვის 43 თანამშრომელი ირიცხება.

რობინზონ ხურცილავა მერიის ააიპს იურიდიულ მომსახურეობას 2017 წლის  იანვრიდან უწევს. ის ფაქტი, რომ ხურცილავა მერიის  ააიპი „ბაგა-ბაღების გაერთიანებისა“ და სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების გახმაურებულ სასამართლო პროცესებზე მერიის საწინააღმდეგო მხარეს წარმოადგენდა, მისი განცხადებით, ინტერესთა კონფლიტს არ ქმნის. შეგახსენებთ, ამ საქმეების უმეტესობა მერიის ააიპის დამარცხებით დასრულდა.

„მე ვიცავდი ბაგა-ბაღების ააიპიდან რამდენიმე გათავისუფლებულ თანამშრომელს და კვლავაც ვაგრძელებ მათ დაცვას, რაც შეეხება ააიპი „ბოტანიკურ ბაღს“, მასთან იურიდიულ მომსახურეობაზე ხელშეკრულება 3 იანვარს გავაფორმე. მე მიმაჩნია, რომ ეს საკითხები, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის,"- აცხადებს ხურცილავა.

"ბოტანიკური ბაღის" დირექტორი თემურ ჩეჩელაშვილი იურისტის კანდიდატურის შერჩევას მის პროფესიულ  გამოცდილებას უკავშირებს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა