ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ მორიგი სასამართლო დავა წააგო
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბაგა-ბაღების გაერთიანების ყოფილი თანამშრომლის მაკა ნაცვლიშვილის მორიგი პროცესი გაიმართა.
პროცესს მოსამართლე ციცინო კიკვაძე უძღვებოდა. მან მაკა ნაცვლიშვილის მოთხონა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გაერთიანების ბრძანება გათავისუფლების შესახებ ბათილად გამოაცხადა. ვინაიდან, გაერთიანებაში დირექტორის მოადგილეების თანამდებობები გაუქმდა, ამიტომ გაერთიანებას ნაცვლიშვილის თანამდებობაზე აღდგენა არ დაევალა. რაც შეეხება განაცდურს, გაერთიანების უფროსის ყოფილი მოადგილე 6 თვის ხელფასსა და 8 თვის კომპენსაციას მიიღებს, რაც ჯამში, 17 000 ლარამდეა.
მაკა ნაცვლიშვილის ინტერესებს ადვოკატი რობიზონ ხურცილავა იცავდა, ბაგა-ბაღების გაერთიანებას კი მისი ადვოკატი რამაზ იობიძე და ადვოკატი გურამ გვენცაძე წარმოადგენდნენ.
ბაგა-ბაღების იურისტის რამაზ იობიძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაერთიანება, სავარაუდოდ, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
ბაგა-ბაღების გადაწყვეტილებით, გასულ წელს თანამდებობიდან ფილიალის 4 ხელმძღვანელი, გაერთიანების დირექტორის ორი მოადგილე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გათავისუფლდნენ. პიარის გარდა, ყველა შემთხვევაში, გაერთიანების ბრძანება გათავისუფლების შესახებ ბათილად იქნა ცნობილი. სასამართლომ გაერთიანებას მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის გადახდა დაავალა. საქმეების ნაწილი სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ქეთი დეისაძის საქალაქო სასამართლოში 20 დეკემბერს არის ჩანიშნული.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















