"გათავისუფლებულ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს"
ქუთაისში ბაგა-ბაღების ფილიალის ხელმძღვანელების სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ლორთქიფანიძე განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ამ ადამიანებმა არ გაითვალისწინეს ააიპი ბაგა ბაღების გაერთიანების შიდაგანაწესი, მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ არ გააფრთხილეს სამსახური, რაც გახდა ერთ-ერთი მიზეზი მათი გათავისუფლების.
"როდესაც აქციები გამართეს, არ გააფრთხილეს გაერთიანება, არ ჩაააყენეს საქმის კურსში, რაც გახდა მათი გათავისუფლების მიზეზი. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მოკვლევა, რის შემდეგაც მოხდა გადაწყვეტილების მიღება. გათავისუფლებულ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს", - აღნიშნა ნანა ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების #1-ლი, მე-13, მე-15, მე-17-ფილიალის ხელმძღვანელები სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















