"ბუჩქებზე სათამაშოების დაკიდების" საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოძრაობის "გაბედე" წევრის პროცესი გაიმართა. მოსამართლემ საქმესთან დაკავშირებით მხარეების პოზიცია მოისმინა.
გაგი ახალაძის თქმით, მათ "ბიძინას სათამაშოების" ნაძვის ხეზე დაკიდების უფლება არ მიეცათ, ამიტომ სამართალდამცველების მითითებით ბუჩქზე დაკიდეს. მის ინტერსს არასამთავრობო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქაქრთველო" ოურისტზი ზვიად ცირეკიძე იცავს. მისი თქმით, გავესეს წევრს კანონი არ დაურღვევია და მისი ქმედება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება.
მერიას ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი ზგიად წაქაძე წარმოადგენს, რომლის თქმითაც, კულტურული მემკვიდრეობის არეალში ნივთის თვითნებურად დაკიდება ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის დარღვას წარმოადგენს.
საქმეზე გადაწყვეტილება 30 დეკემბერს გამოცხადდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















