ბუნებრივი აირის საფასური თბილისსა და რეგიონებში მცირედით შემცირდა
2019 წლის 1-ელი იანვრიდან თბილისსა და რეგიონებში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი მცირედით შემცირდა- გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიამ მიიღო.
თბილისში გაზის საფასური 0.014 თეთრით შემცირდა და ახალი სამომხმარებლო ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 46.139 თეთრი გახდა.
გაცილებით მაღალ ფასს იხდიან ბუნებრივ აირის მოხმარებისათვის რეგიონებში. ეს საფასური 0.011 თეთრით შემცირდა იმ რეგიონებში, სადაც „სოკარ ჯორჯია გაზი" ოპერირებს. ბუნებრივი აირის ახალი სამომხმარებლო ტარიფი 56.929 თეთრით განისაზღვრა.
რაც შეეხება იმ რეგიონებს, სადაც „საქორგაზი" ოპერირებს, იქ ტარიფი 0.012 თეთრით შემცირდა. „საქორგაზის“ აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი 56.999 თეთრია.
ახალი ტარიფები 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში და "ყაზტრანსგაზ თბილისის", "სოკარ ჯორჯია გაზისა" და "საქორგაზის" მილიონამდე აბონენტს შეეხება, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















