ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა
ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. მხარის რწმუნებული პარმენ მარგველიძის ინფორმაციით, ადგილზე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში გაჩერდება იმისთვის, რომ მეწყერის გააქტიურების შემთხვევაში შესაბამისი ზომები მიიღონ.
"მეწყერმა ასევე ჩაკეტა ორი სოფლის - ლაილაშისა და ღუს დამაკავშირებელი გზა. ათი ოჯახი გარესამყაროს ნაწილობრივ მოწყვეტილად რჩება სოფელ ლაილაშში, სადაც მოსახლეობასთან კონტაქტი საფეხმავლო გზითაა შესაძლებელი. როგორც კი გამოიდარებს, შემოვლითი გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება"- განაცხადა მარგველიძემ.
შეგახსენებთ, ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქია სამი დღის წინ, უხვი ნალექის შედეგად დაიწყო. მესამე დღეა სტიქიის ზონაში იმყოფებიან სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი



14:27
11:00
13:42
12:40
10:44
















