|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ოჯახის წევრის ბიზნესი იგივე მისი ბიზნესია"–გია თევდორაძე

რიონის სანაპიროზე გასხვისებული ტერიტორია არაერთი ორგანიზაციის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. არასამთავრობოები ტერიტორიის გასხვისებასა და მშენებლობას აპროტესტებენ. "ნაციონალური მოძრაობა" კი, ქუთაისის ხელისუფლებას მეხსიერებას უწუნებს და ახსენებს, რომ "სამი ოთარის" მიმდებარე ტერიტორია, რომელიც შემდგომ  რიონის პირას მდებარე ტერიტორიაში გადაიცვალა, 2013 წელს გასხვიდა. დღეს გია თევდორაძემ ბრიფინგი გამართა და შოთა მურღულიას "პოლიტიკური ოსპატ ბენდერი" უწოდა.

"ქუთაისის მერიაში "ნაციონალური" მმართველობა დასრულდა 2013 წლის აპრილში, როდესაც საკრებულომ ბესიკ ბრეგაძეს იმპიჩმენტი გამოუცხადა. ქალაქის მმართველობა "პატრიოტებს" ჰქონდათ, რომელთაც მოიყვანეს სწორედ შოთა მურღულია.  იქამდე კი 2013 წლის ოქტომბერში მერის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე ლომიძემ მოაწერა ხელი სკვერების გაიჯარებას და სასაცილოა, როდესაც ცდილობენ ამ ფაქტს "ნაციონალური მოძრაობა" დაუკავშირონ. ჩვენ დროს არ გასხვისებულა ეს ტერიტორიები, შოთა მურღულია არის პოლიტიკური ოსტაპ ბენდერი, რომელიც ცდილობს წინა ხელისუფლებას გადააბრალოს ყველაფერი. აქვე აღვნიშნავ, რომ მისი ორივე მოადგილე "ნაციონალების" დროს მუშაობდნენ მერიაში", –განაცხადა გია თევდორაძემ და მან საჯარო მოხელის ბიზნეს ინეტერესებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ლატარიას მტკიცება იმისა, რომ მას ამ ობიექტთან არაფერი აკავშირებს,  არაა სიმართლე, რადგან ოჯახის წევრის ბიზნესი მისი ბიზნესიც არის.

თევდორაძის საპასუხოდ სკვერის გასხვისების დოკუმენტს აქვეყნებს ქუთაისის მერია. სადაც განმარტავენ, რომ 2013 წელს გასხვისების დოკუმენტს ხელს აწერს თამაზ მარგველაშვილი, რომელიც სწორედ "ნაციონალებმა" შეიყვანეს საკრებულოში და რომ მარგველაშვილი "ოცნების" წევრი არასოდეს ყოფილა.

 

 

ავტორი: