|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ცდილობენ, ჩვენ კონტრაქტორს ინერტული მასალა ძვირად მიყიდონ"

დიდ ჯიხაიშში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში პასუხობენ. როგორც დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, ეს არა ადგილობრივებსა და ჩინურ კომპანიას, არამედ ორ კომპანიას შორის არსებული დაპირისპირებაა. მისივე თქმით, ამ გაფიცვის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.

"გაფიცვის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, უმეტესობა სიმართლე არ არის. ჩემი ინფორმაციით, ეს არის ორ სუბიექტს - მყიდველსა და გამყიდველს შორის არსებული დავა და არანაირი კავშირი არ აქვს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის დავასთან. ე.წ. ქართული მხარის გადაწყვეტილება, რომელსაც შესაძლებლობა აქვს ხალხი გამოიყვანოს ვითომდა პრობლემების მიზეზით, რეალურად მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ იმისაკენ, რომ ჩვენმა კონტრატორმა ფირმამ ინერტულ მასალაზე მათ მეტი გადაუხადოს.  ვცცილობთ, ამ ეტაპზე არ ჩავერიოთ დავაში.  თუ ვინმეს აქვს სოციალური პრობლემა, ან ხელფასის საკითხი, ჩავერევით და დავიცავთ თანამშრომელთა უფლებას, მაგრამ მსგავსი შენიშვნა  ჩვენამდე არ მოსულა", -აცხადებს გიორგი სეთურიძე.

მისივე თქმით, სამტრედიაში არაჯანსაღი მდგომარეოაბა შექმნილი ინტერული მასალის მოპოვების მხრივ, რაც მომავალში გაკონტროლდება.

შეწგახსენებთ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშთან ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა