|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საახალწლო დეკორაციების მონტაჟი 29 დეკემბრამდე გაგრძელდება

ქუთაისში ცენტრალური ნაძვის მორთვა ჯერ არ დასრულებულა. ასევე მიმდინარეობს ქუჩების საახალწლო დეკორაციებით მორთვა.  მოქალაქეებს ძველი ნაძვის ხის ხილვამ მოლოდინი გაუცრუათ. ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამენ მოძველებული საახალწლო განათებების გამო.

 ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქის ცენტრალური ნაძვის ხის ანთება 28 დეკემბერს მოხდება.  საახალწლო მორთულობების მონტაჟს ქუთაისში მერიის ააიპი "ქუთგანათების სერვისი" ასრულებს. ააიპმა განათებების მონტაჟი 12 დეკემბერს დაიწყო. როგორც მაშინ აცხადებდნენ, ცენტრალური ნაძვის ხის კონსტრუქცია უცვლელი რჩება, თუმცა მისი ახალი  მორთულობებით გაწყობა მოხდებოდა. სიახლეს კი ქალაქის სხვადასხვა უბანში, უსაფრთოების კუნძულზე განთავსებული ნაძვის  ხეები წარმოადგენს, რომელიც, ასევე, ჯერჯერობით განათებული არაა. 

 როგორც ნიუპრესს "ქუთგანათების სერვისი" განუცხადეს, კუნძულებზე განთავსებული ნაძვის ხეების ანთება დღეიდან დაიწყება და ეტაპობრივად გაგრძელდება. რაც შეეხება საახალწლო დეკორაციებს, ააიპში აცხადებენ, რომ ახალი დეკორაციები ქალაქის ცენტრალურ უბანში განთავსდება. მათი განცხადებით, დეკორაციების მონტაჟი ამ დროისათვისაც მიმდინარეობს და ის 28-29 დეკემბრისათვის დასრულდება. რაც შეეხება სამუშაოების დაწყების და დასრულების, ასევე ცენტრალური ნაძვის ხის ანთების  ვადებს, ააიპში განმარტავენ, რომ ეს მერიის გადაწყვეტილებაა.  

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა