ცესკოს სხდომა, რომელზეც არჩევნების მეორე ტურის თარიღი უნდა გაირკვეს, გადაიდო
ცესკოს მიერ დანიშნული სხდომა, რომელიც დღეს 13.00-ზე უნდა გამართულიყო გადაიდო. სხდომა, რომელზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღის განსაზღვრა უნდა მოხდეს, ცესკოს ინფორმაციით დღესვე, 19:00 სთ-ზე გაიმართება.
სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, მოხდება საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამება, ასევე მეორე ტურის თარიღის განსაზღვრა და საჭირო ფინანსური საკითხევის გარკვევა.
არსებული ინფორმაციით, მეორე ტური 28 ნოემბერს ჩაინიშნება. სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნას მიზანშეუწონლად მიიჩნევს ოპოზიციის და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
არჩევნების მეორე ტურის არასამუშაო დღეს დანიშვნას ითხოვენ ემიგრანტებიც, რომლებიც სოციალურ ქსელში სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ.
შეგახსენებთ, ცესკოს მიერ არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამების ბოლო თარიღად 8 ნოემბერი სახელდებოდა, თუმცა არჩევნეების პირველი ტურის შედეგების შეჯამება და მეორე ტურის თარიღის დანიშვნა ამ დრომდე არ მომხდარა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















